Time

იცი როგორ მინდა დროში დავრბრუნდე?!. ვიმოგზაურო უკან და განვლილი ცხოვრებით დავტკბე! Hხო წარსული მენატრება.. რომ შემეძლოს თუნდაც ერთი თვე მაინც ისევ თავიდან ვიქნებოდით ერთად, ერთი დღე მაინც, ვიზრუნებდი შენზე და არა ისე, როგორც ხდებოდა შენ ჩემზე.. დრო გადის და ყველაფერი ხუნდება, აღარ მიხარია არაფერი, იცი იმედიც მეწურება.. და მგონია, რომ ბედნიერი ვეღარასოდეს ვიქნები, ან სრულფასოვნად ბედნიერი… რაც შენ წავხედი კარგი არაფერი ხდება.. მინდა მოგიყვე, დაგირეკო, გითხრა, მაგრამ… კი ისევ გელოდები, ხმაც მელანდება, ვიცი აღარ მოხალ, მაგრამ მაინც.. რომ შემეძლოს ათსჯერ გეტყოდი, როგორ მიყვარხარ, ჩაგეხუტებოდი და არასად არ გაგიშვებდი, რატომ არ გითხარი, რატომ არ გითხარი ყველაფერი რაც კი გულში მქონდა ის ყველა გრძნობა რაც ჩვენ გვაკავშირებდა, რატომ ვბრაზდებოდი, როდესაც მაღვიძებდი, ან მაშინ როდესაც გთხოვდი გვიანამდე გაგეშვი და შენ ყოველთვის ადრე მაკითხავდი.. რატომ მწყინდა, როდესაც რა დავწერო აღარ ვიცი, მე ხომ შენგან თითქმის არაფერი მწყინდა.. იცი შენ რაც წახვედი, მარტო ფიქრი გაორმაგდა, იცი მე უკვე სულ ისე ვფიქრობ, როგორც შენ ფიქრობდი, საიდან ვიცი? შენ არ მითხარი ჩემნაირი ხარო!  Yყველაფერს წარმოვიგდებდი, მაგრამ იმას ვერა, რომ დღე გავიდოდა და შენ არ დამირეკავდი. დღეს ყველაეზე მეტად მინდა, რომ შენი ოცნება ავასრულო, ანუ მე შევდგე, ჩამოვყალიბდე და დავდგე ისეთი პიროვნება, როგორიც შენ გინდოდა. ფრაზები თავში მიტრიალებს, მინდა, რომ ცრემლები ყველასგან დავმალო, მაგრამ ხანდახან ასე მგონია, რომ ტკივილისგან გავიბზარები….

Posted in Uncategorized | Leave a comment

სამი გული, მზე და დედამიწა – ამბავი სიგიჟის ზღვარზე

ხო სიგიჟეა? ხოდა გავგიჟდი! ყველაერს თავის ახსნა აქვს, მაგრამ ამას ვერც მე, ვერც შენ და ვერც სხვა, ვერ ახსნის!. იცი რატომ??..  იმიტომ, რომ სიტყვები არ მეყოფა, არცერთ ენაზე…   ხადახან ვფიქრობ. რომ არც ფერები მეყოფა დასახატად. გიჟი ხარ!!!  ხო ვიცი ვარ, მაგრამ ეს მარტო მე ვიცი, სასაცილო ვარ და დაბნეული, როცა შენ გხედავ წითელ ლოყება და ყველაზე მჩატე…  ესე მგონია ჩემს ქვემოთ დედამიწა არ არის და მიწას ვერ ვგრძნობ, მეშინია ღიმილის დროს 32ვე კბილი არ გამომიჩნდეს და თმა, ოოჰ ეს თმა რამდენჯერ შეიძლება ხელი მოვკიდო ჩემს ოქროსფერ თმას და რამდენჯერ გააყოლო თვალი ჩემი თითების მოძრაობას ტალღოვან თმაში. ვლაპარაკობ დაუსრულებლად შენზე, ჰმ გმირად გაქციე!!! არადა ერთი ჯინსებიანი ბიჭი ხარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის “ბუტილკა” ჯინსები შენ განსაკუთრებით გიხდება, მერე რა, რომ ცოტა ღიპიც გაქვს და თმაც შეგითხელდა, შენ ჩემთვის ბრედ პიტი ხარ! არაუშავ, რომ არ გავხარ, მე ერთმანეთისგან ვერც განსხვავებთ!!   იცი ეს ჩვენი საიდუმლო მარტო მე და შენ ვიცით? შაიდან ვიცი არაფერიც არ ვიცი რა ვიცი?! შემომიბრუნებ კითხვას იცი იქ მე ისევ ვიპრანჭები(წითელი სმაილი), და შენს ნიშანს ველოდები, ღიმილი რომელიც ჩემთვის ჯოკონდას ღიმილზე ლამაზი და მნიშვნელოვანია, თითები იმდენად მოქნილი და ნატიფი რომ სულ დაავიწყდა მიქელანჯელო, სულში კი ვანგოგის ფერები ;) არავინ იცის არც ის რომ ჩემი მზე ხარ უკვე გარკვეული ხანია, შენ სულ ანათებ მერე რა რომ მარტო ჩემთვის, მათბობ და მაბედნირებ! მე სიგიჟის მჯერა და მჯერა, რომ სიგიჟეში სიყვარული არსებობს, რაოდენ უცხო და აუხსნელიც არ უნდა იყოს სხვისთვის არ მაინტერესებს მე არავის აზრი დედამიწაზე, მე მომწონს ეს სიგიჟე და თან ის, ხომ მხოლოდ ჩემია, მერე რა თუ ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გაიგებს რას ვგრძნობ მე..  მოიცადეთ რატომ ვერ გაიგებს?, ვიღაცას ვიღაც ხო ყვარებია, ახლაც, ხომ უყვართ შეყვარებულ წყვილებს ერთმანეთი და თავხსმა წვმაში დარბიან, სხედან პარკში და საუბრობენ დაუსრულებლად. . .  იცი ხო ეს სიყვარულია, მაგრამ ჩვენი სიყვარული უფრო ლამაზია, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავჯდებით პარკში, ვერ ვირბენთ წვიმაში ცარიელ ქალაქში და ვერ დავსხდებით საჯაროდ რუსთაველზე, მაგრამ მე მჯერა! Mჯერა, რომ შენთან ერთად ბედნიერ საქართველოში ვისეირნებ ღამით ბევრს, დილას მზის ამოსვლას ერთად ვნახავთ, ან ვერ ვნახავთ?! Eსეც შესაძლებელია, შენ სხვა გეყოლება მე კი სხვასთან ვიქნები. Mემრე რა ამ პატარა ჭორიკანა ქალაქში ვერსად გავიქცევით. ისევ შეგხვდები, საღამოს თბილისის თავშეყრის ადგილებში ისევ გამიღიმებ და ისევ დავიბნევი, როგორც პატარა ბავშვი და ვიგრძნობ იმაზე მეტს რასაც ის იგრძნობს ვინც შენს გვერდით იქნება ამ ის ვინც ჩემს გვერდით იქნება. რატომ რა სისულელეს ამბობ მეტყვი ახლა, რატომ? იმიტომ, რომ მას ან მას ჩემნაირი სიყვარული არ შეუძლია! (ზედმეტად თავდაჯერებული ხარ ჩაილაპარაკებ) ამ სიყვარულისა თუ რაღაც აუხსნელი გრძნობის ნაგლეჯი, ხომ მთელი ცხოვრება გამყვება იმედით, რომ ისევ შეგხვდები სადმე ქუჩაში და ისევ ვიგრძნობ, როგორ ჩერდება ძარღვებში სისხლი. როგორ ტრიალებს დედამიწა ჩემს გარშემო და ჰო მე მართლა ვეღარ ვგრძნობ  ტერფებით ასვალტს, მიწას მხოლოდ ფეხის წვერები ეხება.

Posted in Uncategorized | Leave a comment

my

ცხოვრების ყველა ეტაპზე მე ყოველთვის მჯეროდა შენი. ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით ,მაგრამ შენ არასოდეს გიჩხუბია ჩემთან! შენიშვნა, რომელსაც მე მაძლევდი ყოველთვის გაკვეთილი იყო. იცი ახლა ისე მჭირდება შენი რჩევა, როგორც არასდროს! მინდა რომ რამე მიტხრა, რაღაც მოვისმინო შენგან :) დავიბენი დროში და სივრცეში!  მარტო ვარ, თითქოს დიდი ნაცრისფერი ქალაქის გზის გასაყართან ვდაგავ და არ ვიცი საით წავიდე. შენი ერთი სიტყვაც კი, ან მინიშნება ჩემი სამომავლო გეგმების ნაწილი იქნებოდა, არა შენი სიტყვა იქნებოდა მთავარი კონცეფცია ისე, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე :) რა ადვილი ყოფილა ყველაფერი!! ახლა მე მარტომ უნდა მივიღო გადაწყვეტილება. იმ ჯარისკაცს ვგავარ, რომელსაც წლების განმავლობაში ფრონტისთვის ამზადებდნენ და  უეცრად მტერი თავს დაესხა, ჯარისკაცი ომში წავიდა! ხო ომია ცხოვრება  ომია და მე მარტო ვარ, ერთი ჯარისკაცი მხედრისა და მეფის გარეშე. იცი ისიც მახსოვს ერთხელ თქვი პაიკს შეუძლია თამაში წარმართოს, მაგრამ ისიც მითხარი, რომ მე პაიკზე მეტი ვარ, არ მავიწყდება სიტყვები, მე შენით ვამაყობ!  ეს ყოველთვის მემახსოვრება :) გელოდები, დღესაც გელოდები ისე ,როგორც ყოველთვის და ყოველდღე, მგონია, რომ მოხვალ და შენ ისევ არ მოდიხარ, ვნანობ ყოველ წუთს და წამს, რაც დავკარეგ და არ გითხარი თუ როგორ მიყვარდი, რომ შემეძლოს დროს დავაბრუნებდი და დიდხანს ჩაგეხუტებოდი…  იცი აგვისტოს ომი გამახსენდა, მე შენ და ბორჯომი, როგორ მოვდიოდით რვა საათი გზაში, მაშინ მეგონა არ ჩამოხვიდოდი და ვფიქრობდი რომ დაგკარგე, ის გრძნობა ახლაც მაკვს, როგორ გმირულად გადმოხვედი ჩემს სანახავად დაბომბილი გორის თავზე :) და მე შენი ნებიერა და ეგოისტი გოგო, პანიკით გირეკავდი. რატომ არ მოდიხარ? რას მიკეთებთ. შენ ჩამოხვედი და მერე ჩვენ ერთად ვიარეთ ტაბაწყურზე, მახსოვს ის ადგილი შენ, რომ მანახე აქ ბაბუა მუშაობდა, ობსერვატორია იყო თუ რაღაც ამდაგვარი. მერე მიყვებოდი “ბიპიზე” და ვლაპარაკობდით მაგისტრალზე, რა სიჩქარით უნდა ევლო მანქანას აღმართზე და ხრეშზე. იცი სახლში როდსეაც მოვდივარ დედა მთხოვს მოვუყვე ამბები. მე ვუყვები, მაგრამ შენ არ ხარ და ვერავინ მეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. შენი პატარა გოგო გაიზარდა, ხო დიდი ვარ უკვე, ამას ხშირად ვამბობ ხმამაღლა სინამდვილში კი სისუსტე და სიძლიერე ხომ შენ იცდი. რა მაგარი გოგო ხარ ხშირად გითქვამს. იცი შენი დარიგებები ცხოვრების მეგზურად ვაქციე, დღეები მიდის და მე მგონია რომ აუტიზმი მჭირს, პარალელურ სამყაროში ვცხოვრობ დაცაც შენ არ ხარ და თან ხარ.  ვერავინ დამაჯერებს იმას რომ შენ ახლა ჩემთან არ ხარ, ვერავინ მეტყვის რომ შენ არ გრძნობ იგივეს რასაც მე. იცი მახსოს კველაფერი შენი, მენატრები. პირველად მივხვდი რა ყოფილა თურმე მონატრება, რა გრძნობა ყოფილა. იცი იმასაც მივხვდი რომ სიყვარული მარადიულია და ის ყოველთვის გრძელდება, მიყვარხარ მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები, წლები გაივლის და მე ისეთი გავხდები როგორიც შენ გინდოდა და მე ვვიტყვი რომ ყველაფერი შენი დამსახურებაა. შენ მასწავლე რომ ადამიანები ადამიანობით ფასობენ და ჩემი ღირსება ყველაზე მაღლა დგას. შენ მასწავლიდი რომ მე არაფერი არ ვიცი და ეს დღესაც ასეა, შენ ყოველთვის ყველაფერი იცოდი და ამბობდი რომ არაფერი არ იცოდი. იცი ხანდახან ვფიქრობ ნუთუ ვიქნები ისეთი როგორიც სენ იყავი, არა მე ალბატ ვერ შევძლებ, შენ ხომ სულ სხვებზე სრუნავდი და ცდილობდი ცEმი ცხოვრება ვარდისფერ ზღაპრად გექცია. არ გიდოდა ჩემთვის გენახვებინა რომ ასრებობს ტკივილი და იმედგაცრუება, მაგრამ მე მაინც ვნახე. იცი რა მახსოვს, ბოლოს 3 დღის წინ სანამ წახვიდოდი რაღაც თემაზე ვიკამათეთ. და შენ მიტხარი რა ვქნა ვნერვიულობ შვილო როგორ ხარ ესეთი მიამიტი, ყველას ნუ ენდობი ცხოვრება აფერისტებით სავსეა. იცი ეს ფრაზა გულში ცამრცა და თან დამყვება. ალბათ შენც ხედავ რომ მე შევიცვალე. მაშინ როდესაც პორტუგალიაში გავფრინდი და კიდევის აეროპორტში 9საათი ვიჯექი მე ვგრძნობდი რომ მარტო არ ვუყავი. ჩემი ილუზია შევქმენი და იმ ილუზიაში სენ ჩემთან ხარ. ვნანობ რომ არ გითხარი თუ როგორ მიყვარხარ, ვნანობ, რომ გეკამატებოდი მაგრამ არასოდეს ჩხუბში არ გადაგვდიოდა, ვნანობ რომ ერთხელ როდესაც დავაგვიანე ზუსტად ათი წუთი შენ გაბრაზდი და ალბათ მიხვდი ხო მაშინ პაემანზე ვიყავი, ვნანობ რომ მართვის მოწმობა არ ავიღე, ვნანობ რომ ის არ გიხარი რაც დღეს მარტო მე ვიცი, იმიტომ, რომ დღეს შენი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვნანობ რომ ერტI დღეც კი ვერ ვიზრუნე შენზე ამის საშუალება არასოდეს მქონია სულ შენ ზრუნავდი ჩემზე, ვნანობ იმ ფრაზას რაც ერთxელ გითხარი და მერე შენ გულში ჩაგრჩა, ვნანობ თუ რდესმე შენს პოზიციაზე არ ვყოფილვარ. მაგრამ დროს ვერ დავაბრუნებ, რომ შენეძლოს ათი წუთი მაინც დავაბრუნებდი და დიდხანს გიყურებდი. რა ცოტა უყო შენთვის ეს ცხოვრება და შენი ყველაზე დიდი ოცნება მე:) არა ეს არ არის ეგოისტი გოგოს ფიქრები ვინც კი გიცნობდა ყველამ იცოდა რომ მე შენთვის სამყაროს ცენტრი ვიყავი და ყველაზე მეტად სამყაროს სიბოროტეს ჩVენს დაშორებაში ვხედავ. ხო ამ ცხოვრებას თავად შეშურდა ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა.

Posted in Uncategorized | Leave a comment

d

ბანალურია, რომ გითხრა მიყვარხარ, მაგრამ მაინც ყველა ამ სიტყვებით იწყებს. 1998 წელსაც ლურჯ ქაღალდზე ჩემი ფოტო და ყვავილები, რომ დაგიხატე მაშინაც იგივე დაგიწერე, მიყვარხარ დედიკო არაა შევცდი ეს 2000 წელი იყო, მე დიდი ათი წლის გოგო :) როგორ ვმალავდი იმ ლურჯ ბარათს რომ შენთვის მომეცა სამ მარტს და მერე მახსოვს ყოჩივარდების ფესვებმა კუთხეები დაუსევლა, მაგრამ ფოტო მაინც დარჩა და ნახატიც. ეს მოსაწვევი ისევ დევს ჩემს კაბინეტში, ისევ იმ ტაროზე… ყოველ სამ მსარტს, ხელის გულებით ვგრძნობ, მციოდა ყოოველთვის მარტშიც კი და შენთვის ნაყიდი ყოჩივარდები რომელშიც კონაში 20 თეთრს ვიხდიდი ხელის გულებს მისველებდა. მერე როცა დიდი გოგო გავხდი საჩუქრები შევცვალე, გეტყოდი რა გინდოდა და მამას ვართმევდი ფულს. მაგრამ სკოლაში უფრო გულის აჩქარებით ვითვლიდი სამ მარტს და ჩემთვის დიდი დღესასწაუული იყო. დღეს საეკესთან რომ ვიდექით, ერთ სარკესთან მაშინ მოგილოცე და შენთვის არც მიკოცნია, ფართხა-ფურთხით გავრბოდი საელჩოში და თავსი მარტო საბუთები მიტრიალებდა… თავს არ ვიმართლებ, როგორც ყოველთვის რომ მე სულ დაღლილი ვარ, მე ბევრს ვაკეთებ და ეს იმიტომ რომ შენ იყო კარგად, შენ იგრძნო თავი კომფორტულად, არადა ჯერ არაფერი გამიკეთებია. შენ კი მთელი ცხოვრება მამასთან ერტად აკეთებ ჩემთვის მაქსიმალურს. ვბრაზდები ხოლმე როდესაც ყოველ საღამოს ჩემთან მოდიხარ გვერდძე მიჯდები და ამბების მოყოლას მთხოვ, არა პირდაპირ ცდილობ ირიბად მიითხო ჩემთვის საინტერესო თემაზე. მე კი არ ვლაპარაკობ მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ ან უბრალოდ დაღლილი ვარ. შენ არასოდეს იღლები, დეე შოკოლადი მომიტანე რა, ჩაი ამიდუღე მშია მაწამე, მეჩქარება ჩქარა გამიუთავე “საროჩკა”, ჯინსები სად არის, ცემი წინდები? მიუხედავად იმისა რომ 21 წლის ვარ ეს კიტხვები კვლავ ყოველდღიურია. მე არასოდეს ვრეცხავ ჭურჭელს და არასოდეს ვალაგებ სახლს, ხო შემიძლია ვთქვა რომ არც დამილაგებია, მტვერიც კი დედამ უნდა გადაწმინდოს, გამირეცხოს, გამიუტავოსდა გამიმზადოს საჭმელი.  მე ერთი მოვალეობა მაქვს წავიკითხო და ვისწავლო, ბავშვობიდან მხოლოდ ეს მევალებოდა… ახლა ხანდახან ხშირად მინდა რომ მეც ისევე გავეკეთო ყველაფერი როგორც შენ, მაგერამ ერთი საათი სამზარეულოში ყოფნის შემდეგ გამოვრბივარ და ხმამაღლა ვყვირი  საჯარო პოლიტიკა უფრო საინტერესო და ადვილია. შენ არ მეჩხუბები, არასოდეს მეცხუებოდი იმის გამო რომ ქათმის სეწვაც არ ვიცი, მეჩხუბები როცა ოთახს დღეში 100 ჯერ ვურევ და 150 ჯერ ვიცვლი და მერე თანსაცმელს იქ ვტოვებ სადაც ვიხდი.  როცა ცუდად ვარ ძალიან ცუდად…. მე სენ გეჩხუბები უმიზეზოდ და მერე ვტირი, მერე ყველაფერს გიყვები და შენ მამშვიდებ მიხსნი რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მე ყველა მიზანს მივაღწევ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

cowardly

ისე როგორც მაშინ…..  იმ დღეს დეკემბერი იყო, არ თოვდა, მე ადრე გავიღვიძე ძალიან ადრე… ვნერვიულობდი… პირველად მივდიოდი მნიშვნელოვან საქმეზე შორს….. აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად ვინერვიულე… ყველაფერი კარგად დამთავრდა… ნეტავ რატომ გამიშვეს ვფიქრობ ხანდახან, დედამ და მამამ, და რომ არ გავეშვით ალბათ დღეს ამას საერთოდ არ დავწერდი იმიტომ, რომ ალბათ სხვაგან სხვა ვიქნებოდი, არ დაიწყოთ ბედიო, მოხდა რაა აი ესე… ისიც დეკემბერში იყო :) ახლა მარტია, გიჟი მარტი, თავში მხოლოდ ერთი სიმღერის ტექსტი მიტრიალებს…. ისევ დაიწყო,  იგივე მეორდება. არ მინდა, მაგრამ მე მე მაბედნიერებს! ეს შემოხედვა… დღესაც ისევე ვნერვიულობდი როგორც 2 წლის წინ, სასაცილოა და ის დღე გამახსენდა :) მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი, დილას ადრე ვერ ავდექი, დაღლილმა გავიღვიძე, მაგრამ ძილით მაინც არ მეძინებოდა…. არ მეგონა დღეს იმ საქმიანი შეხვედრის შემდეგ თუ კიდევ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო შეხვედრა… :) ჰმ თითქოს არ მინდა ყველაფერი ტავიდან დაიწყოს, მაგრამ მაინც მინდა… მინდა, მაგრამ ამის დაწყება გეფიცები არც არასდროს მდომებია… იმიტომ, რომ მე მშიშარა ვარ! :)

Posted in Uncategorized | Leave a comment

дорогаaaaaaaaaaaaaaaaa

ადამიანებს ბედნიერებისთვის რა ჭირდება დაზუსტებით ვერ გეტყვით…. , მე კი ვიცი, გზა, ტემპი და ქაოსი … აი ეს არის ჩემი ბედნიერება, სწავლა, სწავლა ცხოვრების რაღაც ახლის ძიება…. ცხოვრება ხომ დაუსრულებელი გაკვეთილია სადაც ზარის დარეკვას აზრი არ აქვს, მოგწონს გაკვეთილი და ტკბები ყოველი დღით. ოო როგორ მიყვარს სიცოცხლე და როგორ მინდა, რომ იმ კალაპოტში ვიდინო რომელიც ჩემია, ჩემი და სხვისი არა :)   მიყვარს ჩემი მდუმარე და ნაცრისფერი ქალაქი, მეყვარება აბა რა სხვაგან არც მიცხოვრია, მბეზრდება ხშირად ვილანზღები და ვიფურთხები, სნობები ვამბობ პროტესტის ნიშნად და მერე მეცინება, სხვები ჩემზე ფიქრობენ რომ მე სნობი ვარ :) ადამიანებს საკუთარი წარუატბლობა გვაგიჟებს, გვამწარებს და ათას ტონა შავ ბოღმას გვიდებს გულში. მერე ამ ბოღმას ერთმანეტს ვანთხლევთ…. მე ჩემი “მეგობრები” მე მათი მეგობარიც ვიქცევი ასე და აი ესე… მოგვწონს :გემოვნებიანი” მუსიკა და არ ვუსმენთ ლექსენს, არ დავდივართ მეტროთი და არ ვიზმანებით ბაზრობაზე, არ ვეწევით სიგარეთს და არ ვსვამთ არაყ გომს! ან თუ ვსვამთ ვმალავთ, დავდივართ ბათუმში და ვადარებთ ნიცას, ბამბა რუმში ვაწყობთ ფარტის და თბილისის გულში ვიკრიბებით სოფლელები, კიი კიი ეს ყველა ჩვენ ვართ, ჩვენ ვიცით შანელისა და  ჟივენშის ბოლო ტენდენციები, ვიცით ივსენ ლორანი და გუჩჩი, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცით ფელინი, აინშტაინი და პლატონი :) და ინც იცის ისილიას უნივერსიტეტში სწავლობს, თავი პრიორიტეტული ლიბერალი გონია და ამაყობს რომ არის გეი! ჰმ, ის ხომ განსხვავებულია! ვღადაობთ პატრიარქზე და ვაკრიტიკებთ ქართულ ეკლესიას, გვძულს რუსები და ვაღმერთებთ ჩინელებს და ამერიკელებს :) ხმამაღლა გეტყვით, ვამაყობ ჩემი რუსული გენებით, რაც კარგი მაქვს გარეგნობაში რომელიც ცხოვრების გზაზე ესეოდენ მეხმარება ეს რუსი დიდედის გენებია! :)   ხმამაღლა გეტყვით მე არ მძულს რუსები და ნერვებს მიშლიან პატრიოტი ქართველეი! მიყვარსს აქართVელო უფრო მეტად ვიდრე რუსეთ და ვბრაზდები როდესაც ჩხუბობენ ზუგდიდელები და ფოთელები, გურჯაანელები და თელაველები, გლდანელები და ვარკეთილელები. ცოტაა ჩვენი ცხოვრება Gაღიმეთ ხალხო იარეთ ტქვენ გზაზე, ნუ გამოხვალთ იქ სადაც ორმხრივი უწყვეტი ხაზია და გაიკეთეთ ღვედი!

Posted in Uncategorized | Leave a comment

art -i !

კონკურსი “ჩემი არტი”  კონკურსანტების ნამუშევრები  დავათვალიერე, თავიდან რამდენიმე ნამუშევარი მომეწონა და ვიფიქრე კარგი ვქენი, რომ აკადემიაში არ ჩავაბარე ამ კონკურეციას რა გაუძლებდა :) მეცნო გვარები და სახელები:)  წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო მეამაყებით გეფიცებით და მიყვარხართ! :*   ცოტა ხანში რაც ნამუშევრების უმეტესობა ვნახე ვიფიქრე, რომ ზედმეტად კრიტიკული ვიყავი საკუთარი თავის მიმართ( ვარ), ბოლოს  როდესაც უნიჭო და სასაცილო ნამუშევრები ნახე გამეღიმა :) საქართველოში ვცხოვრობ :0 არსებობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები ანუ გენიოსები,  სულით ხელოვნები   და “მალიარები” და თავხედები :) :)
ვიფიქრე, რომ ხატვას დავიწყებდი ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში მაინც ხომ მოვხვდები, თან ჩემი მონატრება იმდენად დიდია შესაძლოა სხვა რაღაც “ფანატიზმი’ მოივიფიქროთ სადაც მე ჩავეწერები :)
თავს ვიმშვიდებ ” ნამდვილი მხატვარი ის არის ვინც აღარ ხატავს ” :) არადა, ხატვასაც ხომ ვარჯიში უნდა, როგორც სიმღერას, ცეკვას, თითებს მოძრაობა უნდა, თვალს ჰორიზონტი და ფერები :)
აკადემიის სუნი მცემს :) მცემს იმიტომ, რომ იქ არ ავდივარ და თუ ავედი მერე ისევ შეგრძნება დამყვება, რომ მე იქ უნდა ვიყო, იქ არის ჩემი ადგილი და არა ამ “ქალაქში” :)   ერთხელ ვიყავი მხოლოდ, ერთადერთხელ ჩემი ნებით, 2 ჯერ გადაღებაზე მომიწია….. :) ბოლოს გული დამწყდა კედლების დაბზარვაზე, მაგრამ მიარემონტებენ არაუშავს და ისევ აღიზრდიან ნიჭიერ და უნიჭო მხატვრებს, არქიტექტორებს, რაც მთავარია ბეეეევრ დიზაინერს, თან ტასნაცმლისას, დღეს ხომ ყველას ვისაც კიtxავ პატარა ბავშვს პასუხი ერთი აქვს: დიდი გავიზრდები და დიზაინერი გამოვალ :) ეგრე ქენით ბავშვებო, ეზაირეთ ხელოვნებას აკადემიის კედლებში მაინც:)

Posted in Uncategorized | Leave a comment